სტრასბურგის კლუბის შეხვედრას, რომელიც საგფრანგეთში ყოველწლიურად იმართება საქართველოდან ესწრებიან ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი ნინოთვალთვაძე წარმოადგენს, ქალაქ ქუთაისის მერიშოთა მურღულია, საერთაშორისო განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი და ასევე დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. შეხვედრა 2015 წლის 17 ნოემბერს დაიწყო.
სამოქალაქო ჩართულობის თემაზე ადგილობრი ვი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორმა ნინო თვალთვაძემ კარგი მაგალითისა და კარგიპრაქტიკის გაზიარებისთვის წარადგინა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები: ,,ქუთაისი ეს მუშაობს“ ; ,,ახალი თაობის ხედვა“; ,,იმერი_იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა“.
18-19 ნოემბერს დელეგაცია მონაწილეობას დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის ღონისძიებაში მიიღებს.
დელეგაციის ვიზიტი 20 ნოემბერს გამგეობის კრებით დასრულდება, სადაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ წარდგენილი იქნება წლიური საქმიანობა და ფინანსური ანგარიში.
კომენტარები