background

მედიაცენტრი






LDA საქართველოს ახალგაზრდული გუნდი უკრაინაში - ERASMUS+

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ შერჩეული ახალგაზრდული გუნდი, კონსტანტინე ჯაფარიძისა და დარეჯან სალდაძის შემადგენლობით, Erasmus + პროექტის ,,Free speech as the bedrock of liberty" მეორე ეტაპზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფებოდა.

პირველ ეტაპზე პროექტის მონაწილეებს მალტის რესპუბლიკაში, ქალაქ მარსაშლოკში სიძულვილის ენის, მანიპულაციის, რასიზმისა და დისკრიმინაციის შესახებ სემინარები  ჩაუტარდათ. პროექტის მეორე ეტაპზე კი მათ დაგროვებული ცოდნისა და შეძენილი უნარების პრაქტიკაში რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს, უკრაინის, მალტის, ესპანეთის, ლიეტუვას,დიდი ბრიტანეთის, დანიის, მოლდოვის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა მიიღეს ცოდნა ფოტო-ვიდეო მასალის მომზადების, დამუშავებისა და რედაქტირების შესახებ. მონაწილეები, ასევე ჩაერთვნენ სიმულაციურ აქტივობებში, დაგეგმეს და მოამზადეს ინტერვიუები ადგილობრივებთან(ვიდეო იხილეთ ქვემოთ).

 

მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უშუალოდ შეესწავლათ სხვადასხვა მოწყვლადი პირების მიმართ არსებული მდგომარეობა. ასევე, გაეგოთ როგორია ადამიანების აღქმა სიძულვის ენასთან დაკავშირებით და სად გადის ზღვარი მათი აზრით სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ამასთან, როგორ აფასებენ ისინი ინფორმაციით მანიპულაციის საკითხს, როგორც უსარგებლო ინსტრუმენტს, თუ რიგ შემთხვევაში, გარდაუვალ აუცილებლობას.

ახალგაზრდული პროექტის მონაწილეების თქმით, პროექტმა მათ მისცა უნიკალური შესაძლებლობა, შეეძინათ ახალი უნარ-ჩვევები, გაეღრმავებინათ ცოდნა, დაეგროვებინათ გამოცდილება და დამეგობრებოდნენ ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა კულტურის მაგალითზე დაყრდნობით სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის პრობლემატიკა გაეაზრებინათ და სხვადასხვა სახელმწიფოში პრობლემასთან ბრძოლისარსებულ გზებს გაცნობოდნენ.

 

 

კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი