ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინო ხუხუამ მონაწილეობა მიიღო თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ შავი ზღვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმში.
რიგით მე-12 ფორუმი მიზნად ისახავდა, გასულ წელს ბრიუსელში გამართული დისკუსიების გაგრძელებას და შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ევროპული პოლიტიკის წინსვლის საქმეში მიღწეული პროგრესის ანალიზს. აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის განხილვას მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელების პროცესში, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში საზოგადოების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
ღონისძიება ორგანიზებულია რუმინეთის NGDO პლატფორმის - FOND (როგორც შავი ზღვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორუმის კოორდინატორი), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო და ევროპული კვლევების ცენტრის (CIES) პარტნიორობით, კადირ ჰას უნივერსიტეტი, სტამბული .
კომენტარები