ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის" და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმს ქუთაისში.
ღონისძიების მიზანი გახლდათ მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღის. აგრეთვე,ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა.
კომენტარები