ორგანიზაცია 2007 წლიდან დღემდე ემსახურება ქვეყანაში თვითმმართველობების გაძლიერებას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების და ინკლუზიური პოლიტიკის განვითარებას, სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. ასევე, უზრუნველყოფს იმერეთის რეგიონული ჰაბის საქმიანობას, რომლის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი , მდგრადი, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
LDA Georgia, გამოხატავს პროტესტს უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის გამო.
კომენტარები