ორგანიზაცია ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ „ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისათვის’’ (ALDA) გენერალურ მდივანს, ანტონელა ვალმორბიდას უმასპინძლა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე.
ასევე, შეხვედრები გაიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, თამარ დახუნდარიძესთან და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელთან, შორენა ხუხუასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან, ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან ბექა ვჭარაძესთან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა კირთაძესთან და საგარეო ურთიერთობისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით გეგეჭკორთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის ახალ შესალებლობებსა და ALDA -ს საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ისევე როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
კომენტარები