background

მედიაცენტრი






ALDA-ს გენერალური ასამბლეა 2023

2023 წლის ივნისის თვეში ბრიუსელში გაიმართა ALDA-ს (ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის) გენერალური ასამბლეა.

ეს იყო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ALDA-ს კოლეგები, წევრები და პარტნიორები შეიკრიბნენ ევროკავშირის ძირითად პრიორიტეტებზე სასაუბროდ, ასევე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის ისეთ თემებზე, როგორიცაა: მიგრაცია, ინკლუზია, გენდერი, თანასწორობა, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები და ა.შ.

გენერალური ასამბლეა გაიხსნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და კომისარის, ქალბატონი დუბრავკა შუიცას მიმართვით. დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ასევე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ბატონი ლინ ვერბეკი, ევროსაბჭოს მოქალაქეთა თანასწორობის, უფლებებისა და ღირებულებების პროგრამის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟილ პელაიო და ცენტრალური ევროპის ინიციატივის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბატონი უგო პოლი.

მოეწყო კონფერენციები, მრგვალი მაგიდის ფორმატის და სამუშაო შეხვედრები. ყველა ღონისძიება ფოკუსირებული იქნება ადგილობრივი დემოკრატიის როლზე და მონაწილეობის მექანიზმებზე.

ღონისძიებაზე მიმოხილულ იქნა ასოციაციის (ALDA) ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების მიერ გასულ 2022 წელს განხორციელებული აქტივობები.

გენერალური ასამბლეა დასრულდა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს და სამუშაო ჯგუფის წევრების წარდგენით, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი