background

მედიაცენტრი






საჯარო შეხვედრა, პროექტის “ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ფარგელბში

31 მაისს, ჩავატარეთ საჯარო შეხვედრა, რომელზეც საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს ახალგაზრდების საჭიროებები და მათ საპასუხოდ შემუშავებული ახალგაზრდული პროგრამები.

საინიციატივო ჯგუფების წევრებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილეს პროფესიული ორიენტაციის, საბაზისო ციფრული უნარების გაძლიერების, ახალგაზრდა გიდებისა და ციფრული პროფესიების მხარდამჭერი პროგრამები.

შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს არაერთი შეკითხვა და დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, რომელთა გათვალისიწინებაც მოხდება პროგრამების საბოლოო ვერსიების შემუშავებისას.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის “ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ფარგელბში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რისთვისაც შეიქმნა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, რომელთა წევრები ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან ერთად მუნიციპლიტეტს წარუდგნენ შემუშავებულ საბიუჯეტო პროგრამებს და მონაწილეობას მიიღებენ მათ განხილვაში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი