background

აქტივობები

blog image
ნოემბერი 2018





ტრენინგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ეფექტური მონიტოპრინგის განხორციელების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.

აღნიშნული ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ეფექტური სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების მექანიზმების შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ აქტიური მოქალაქეობის პრინციპებს.

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი