ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების/სათემო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ტრენინგი ეფექტური მონიტორინგის განხორციელების მექანიზმების შესახებ.
აღნიშნული ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სამოქალაქო მონიტორინგის არსს, ფუნქციას და მისი განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის წყაროების მოძიების ტექნიკას. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია აქტიური მოქალაქეობის პრინციპების შესახებ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები