background

აქტივობები

blog image
ივლისი 2023





ტრენინგი პროექტის ფინანსური მენეჯმენტისა და მართვის შესახებ

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში გამართა ტრენინგი პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და მართვის შესახებ იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.

ტრენინგის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირების არსი/დეფინიცია;

არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოსავლის სახეები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები;

არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირების სავალდებულო გადასახადები;

პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის ჩამონათვალი (ინვოისი, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი).

ტრენინგი ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი