background

აქტივობები

blog image
დეკემბერი 2022





ტრენინგი - ,,ახალგაზრდული საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და მისი განხორციელების ინსტრუმენტები''

ევროკავშირის მხარდაჭერით და იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის თემაზე ,,ახალგაზრდული საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და მისი განხორციელების ინსტრუმენტები''.

ტრენინგზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდების, პროცედურების და მათი თანამონაწილეობის გააქტიურების შესახებ. კერძოდ, ტრენინგმა მოიცვა შემდეგი თემები:

სამოქალაქო მრჩეველთა ჯგუფები;

საჯარო მოსმენა;

შეფასების ბარათები, შეფასების ბარათების მომზადების პროცედურა;

სამოქალაქო მონაწილეობა და მომსახურების სააგენტოები;

ადვოკატირება და ლობირება.

ტრენინგის დასასრულს გაიმართა ჯგუფური მუშაობა - შერი არნშტეინის კიბის გამოყენებით (ახალგაზრდების (მოქალაქეთა)) მონაწილეობის დონის დადგენა.

ტრენინგი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი