background

აქტივობები

blog image
თებერვალი 2023





ტრენინგი - ,,ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება''

ვროკავშირის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის თემაზე ,,ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება''.

 კერძოდ, ტრენინგმა მოიცვა შემდეგი თემები:

ახალგაზრდული მონაწილეობრივი პოლიტიკის მიმოხილვა;

ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მონაწილეობის და ჩართულობის ფორმები;

ახალგაზრდობის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის პრაქტიკული მაგალითები;

ტრენინგის დასასრულს გაიმართა ჯგუფური მუშაობა - მონაწილეობის დონეების შესახებ.

ტრენინგი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი