background

აქტივობები

blog image
ოქტომბერი 2021





სმს პლატფორმა

(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ (LDA Georgia) პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში ამოქმედდა სმს პლატფორმა. 

თუ გსურთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია იმერეთის რეგიონში მიმდინარე, ისეთ საკითხებსა და პროექტებზე, როგორებიცაა:

  • გრანტები/კონკურსები;
  • კვლევები/გამოკითხვები;
  • საჯარო შეხვედრები/კონსულტაციები;
  • განცხადებები;
  • პუბლიკაციები;
  • სასარგებლო ბმულები;
  • სიახლეები;
  • სასწავლო ვიზიტები/აგრო ტურები;
  • ERASMUS + / EVS გაცვლითი პროგრამები;
  • ტრენინგები/სემინარები/სასწავლო პროგრამები;
  • კონფერენციები/ფორუმები;
  • საინფორმაციო შეხვედრები და სხვა,

მაშინ ისარგებლეთ სმს პლატფორმით მითითებული ლინკის მეშვეობით: https://sms.ldageorgia.ge/

სმს პლატფორმის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების დროული ინფორმირებულობა, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვა.

სმს პლატფორმის სერვისს დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia), ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი