გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით საინიციატივო ჯგუფის "ახალგაზრდები ზესტაფონისთვის" წევრებს.
შეხვედრის თემა გახლდათ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმები და ჩართულობის მექანიზმები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის პრაქტიკული მაგალითები.
შეხვედრა ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები