ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან და სხვა საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებაზე გადასვლის კონცეფციის შესახებ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები