ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან გამართა შეხვედრა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ზოგადი მიმოხილვა;
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და დადებითი შედეგები;
სახელმწიფო და კორპორაციული პასუხისმგებლობა;
სახელმწიფო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
შეხვედრა ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები