“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” 28 ოქტომბერს გამართა შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებუულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებთან.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერი პროგრამის განხილვა და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები და საბჭოს თავჯდომარე.
შეხვედრა ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები