ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან გამართა შეხვედრა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთ საკითხები, როგორიცაა:
კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ზოგადი მიმოხილვა;
კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და დადებითი შედეგები;
სახელმწიფო და კორპორაციული პასუხისმგებლობა;
სახელმწიფო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
შეხვედრა ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები