“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობისა და როლის, უფლებამოსილების სახეების, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში საბჭოს წევრებმა მათი სამომავლო საქმიანობის სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.
ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები