“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიცირება.
საბჭოს წევრების ინიციატივებზე დაფუძნებით მომზადდება ორი მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამა, რომელიც შემდგომი განხილვისთვის წარედგინება მუნიციპალიტეტს.
ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები