background

აქტივობები

blog image
დეკემბერი 2021





შეხვედრა CSO-ებთან ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, კონსულტაციები გასცა სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირებს:

  • გაეცნოთ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წინაშე COVID 19-ის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და საჭიროებებს;
  • კონსულტაცია გაეწიათ ორგანიზაციის მართვის საკითხებზე მათი გაძლიერების მიზნით;
  • ინფორმაცია მიეწოდათ იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ.
  • კონსულტაციების გაცემა გაგრძელდება იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში.
  • შეხვედრები ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი