ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან.
აქტივობის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის ზრდის ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკაში.
მსგავსი შეხვედრები გაიმართება იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში.
შეხვედრები ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები