ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინციატივა" ფარგლებში კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს ესტუმრა და სემინარი ჩაატარა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ახალგაზრდა სტუდენტებისათვის.
მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარზე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობისა და როლის შესახებ, ახალგაზრდებთან ერთად მიმოიხილა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა. სემინარი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციას.
აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.
სემინარები ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები