ივლისის თვეში გავმართეთ ორდღიანი სემინარი ახალგაზრდებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის დღევანდელ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის და მისი როლის შესახებ.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:
ხელოვნური ინტელექტის არსი.
ხელოვნურ ინტელექტთან(ChatGPT) ინტერაქცია და ბრძანებების მიცემის ტექნიკები(Prompt Engineering).
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.
ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომით ბაზარზე.
სემინარები ჩატარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები