background

აქტივობები

blog image
თებერვალი 2023





სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) გამართა სამდღიანი სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

სემინარები ჩაატარა შემდეგ თემებზე:

სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციები;

სოციალური კაპიტალი;

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები;

სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და როლი;

სემინარები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციებს.

აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.

ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი