ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ მორიგი სემინარი გამართა ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
კლუბის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარი ჩაატარა ელექტრონული მონაწილეობისა და დემოკრატიის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. სემინარი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციას.
აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.
ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები