background

აქტივობები

blog image
მარტი 2022





სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ამჯერად ახალგაზრდული კლუბი ბაღდათის მუნიციპალიტეტში შექმნა.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მათი ინტერესებისა და მოტივაციის საფუძველზე კონკურსის შედეგად შეირჩნენ.

კლუბის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარი ჩაატარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობისა და როლის შესახებ, ახალგაზრდებთან ერთად მიმოიხილა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა. სემინარი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციას.

აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.

ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი