ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) გამართა სამდღიანი სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
სემინარები ჩატარდა შემდეგ თემებზე:
სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციები;
სოციალური კაპიტალი;
სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და როლი;
სემინარები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციებს.
აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.
ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები