background

აქტივობები

blog image
აპრილი 2022





სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბოლო სემინარი გამართა ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

კლუბის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარი ჩაატარა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციების, სამოქალაქო მოძრაობების კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში ( „ჩეხეთის ამბავი“, „რუმინეთის ამბავი“), სოციალური კაპიტალის თეორიების, სოციალური კაპიტალისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. სემინარი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციას.

აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.

ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი