background

აქტივობები

blog image
დეკემბერი 2022





სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) გამართა სამდღიანი სემინარი ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

კლუბის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარები ჩაატარა შემდეგ თემებზე:

სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციები;

სოციალური კაპიტალის თეორიები;

 სოციალური კაპიტალისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება;

ელექტრონული მონაწილეობა და დემოკრატია;

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები;

სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და როლი;

სამოქალაქო მოძრაობები კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში ( „ჩეხეთის ამბავი“, „რუმინეთის ამბავი“).

სემინარები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციებს.

აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.

ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი