background

აქტივობები

blog image
სექტემბერი 2021





სემინარები ახალგაზრდებისათვის

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, ახალგაზრდული კლუბი შექმნა.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მათი ინტერესებისა და მოტივაციის საფუძველზე კონკურსის შედეგად შეირჩნენ.

კლუბის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა ანა შალიკიანმა სემინარი ჩაატარა სამოქალაქო საზოგადოებისა მნიშვნელობისა და როლის შესახებ, ახალგაზრდებთან ერთად მიმოიხილა სამოქალაქო საზოგადოების წარმოშობის ისტორია და პრაქტიკული სავარჯიშოების გზით განამტკიცეს აქტიური მოქალაქის პრინციპები.

აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.

ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი