2022 წლის 16 აგვისტოს, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოეწყო სასაწავლო ვიზიტი.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ „ ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ და ,,ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' ზუგდიდის ოფისებს.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობით მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია, რჩევები მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერების, განვითარების და შენარჩუნების მიმართულებით. შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა, თუ განვითარების პროცესს თან ახლავს, ასევე დასმული იქნა კითხვები და განხილული იქნა პრაქტიკული შემთხვევები, მათ შორის წარმატებული მაგალითებიც.
სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ „ ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ და ,,ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას'' მასპონძლობისთვის.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით
კომენტარები