2023 წლის 28 აპრილს პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის სოციალურ საწარმოებში გაიმართა სასწავლო ვიზიტი.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეწვივნენ სოციალურ საწარმო ,,მეგობარს“ და სოციალურ სამკერვალო საწარმო ,,ჰანგს“ , ხოლო ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურ საწარმო ,,ჩირიგეს“ .
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობის მონაწილე ორგანიზაციებს, შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი სოციალური საწარმოების შექმნისა და საქიანობის შესახებ. აგრეთვე, გაცნობოდნენ წარმატებულ მაგალითებს.
სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
იმერეთის რეგიონული ჰაბი, მადლობას უხდის Mego Bar ⟪სოციალური სამკერვალო საწარმო "ჰანგი" სოციალური საწარმო ჩირიგე სასწავლო ვიზიტის მასპინძლობისთვის.
კომენტარები