background

აქტივობები

blog image
მაისი 2022





სასწავლო ვიზიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

2022 წლის 16 მაისს, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოეწყო სასაწავლო ვიზიტი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების- „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლის“ და „ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის“ ოფისში.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობით მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია, რჩევები მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერების, განვითარების და შენარჩუნების მიმართულებით. შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა, თუ განვითარების პროცესს თან ახლავს, ასევე დასმული იქნა კითხვები და განხილული იქნა პრაქტიკული შემთხვევები, მათ შორის წარმატებული მაგალითებიც.

სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ოზურგეთის პროგრესის სახლი და Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი მასპინძლობისათვის.

სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი