background

აქტივობები

blog image
ივნისი 2023





სასწავლო ვიზიტი ბათუმის მუნიციპალიტეტში

2023 წლის 23 ივნისს პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში აჭარის რეგიონის სოციალურ საწარმოში ,,თავისუფალი სივრცე“ და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ,,განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი'' გაიმართა სასწავლო ვიზიტი.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობით მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია, რჩევები მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და სოციალური საწარმოს მხრიდან ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერების, განვითარების და შენარჩუნების მიმართულებით. აგრეთვე, გაცნობოდნენ წარმატებულ მაგალითებს.

სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

იმერეთის რეგიონული ჰაბი, მადლობას უხდის თავისუფალ სივრცეს/Free Space და BEDEC-ს სასწავლო ვიზიტის მასპინძლობისთვის.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი