2022 წლის 16 სექტემბერს, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოეწყო სასაწავლო ვიზიტი.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ეწვივნენ ფონდი „აფხაზინტერკონტის“ ოფისს.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობით მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია, რჩევები რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მხრიდან ორგანიზაციის გამოცდილების, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შესახებ. შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია რეგიონისთვის. ასევე დასმული იქნა კითხვები და განხილული იქნა წარმატებული მაგალითებიც.
სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
იმერეთის რეგიონული ჰაბი, მადლობას უხდის ფონდ „აფხაზინტერკონტს“ სასწავლო ვიზიტის მასპინძლობისთვის
კომენტარები