background

აქტივობები

blog image
მარტი 2022





სასწავლო ვიზიტი CSO-ებისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

2022 წლის 28 თებერვალს, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოეწყო სასაწავლო ვიზიტი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების- ასოციაცია ,,ათინათის“ და ასოციაცია ,,მერკური“-ს ოფისში.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის ახლად შექმნილი, ნაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. აღნიშნული აქტივობით მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია, რჩევები მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერების, განვითარების და შენარჩუნების მიმართულებით. შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა, თუ განვითარების პროცესს თან ახლავს, ასევე დასმული იქნა კითხვები და განხილული იქნა პრაქტიკული შემთხვევები, მათ შორის წარმატებული მაგალითებიც.

სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.

სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი