2022 წლის 5 და 8 ივლისს, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, აჭარისა და რაჭის მუნიციპალიტეტებში, მოეწყო სასაწავლო ვიზიტები.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ბათუმის მუნიციპალიტეტში ეწვივნენ „ ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფონდ „აფხაზინტერკონტსა“ და ,,ზრდასრულთა განათლების რესურს ცენტრს’’.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობით მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია, რჩევები მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერების, განვითარების და შენარჩუნების მიმართულებით. შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა, თუ განვითარების პროცესს თან ახლავს, ასევე დასმული იქნა კითხვები და განხილული იქნა პრაქტიკული შემთხვევები, მათ შორის წარმატებული მაგალითებიც.
სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები