“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” სამუშაო შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებზე დაფუძნებით შემუშავებული მუნიციპალური პროგრამის წარდგენა და განხილვა.
საბჭოს წევრების ინიციატივებზე დაფუძნებით მომზადებული მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამა შემდგომი განხილვისთვის წარედგინება ბაღდათის მუნიციპალიტეტს.
ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები