background

აქტივობები

blog image
დეკემბერი 2022





სამოქალაქო საზოგადოების როლი ღია მმართელობის პარტნიორობის (OGP) განხორციელების პროცესში

2022 წლის 09 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით და იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით გაიმართა საჯარო კონსულტაცია თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების როლი ღია მმართელობის პარტნიორობის (OGP) განხორციელების პროცესში“, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეხვედრა გახსნა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ.

შეხვედრაზე მოწვეულ სპიკერებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად პრინციპებსა და მიზნებზე;

საჯარო კონსულტაციაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე- ღია მმართველობის პლატფორმაში (OGP) ქუთაისის მუნიციპალიტეტის გაწევრიანების მნიშვნელობა;

საჯარო მმართველობის დოქტორი; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების უფროსი ექსპერტი; ევროკავშირის პროექტი ”საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” , ლაშა გოგიძე- ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და ძირითადი პრინციპები;

ღია მმართველობის აკადემია, თამარ გზირიშვილი- სამოქალაქო საზოგადოების როლი, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) განხორციელების პროცესში;

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა ხუხუა- ქუთაისის მუნიციპალიტეტის, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენა.

შეხვედრას დაესწრნენ იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი