იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპონძლა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმს.
ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, პოტენციური დონორების მოზიდვა და იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
პირველი პანელზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებები და გამოწვევები, და ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფცია.
მეორე პანელი დაეთმო მოწვეული დონორი ორგანიზაციების: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, იაპონიის საელჩოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ევროპის ფონდის წარმომადგენლების მიერ საგრანტო პროექტების წარდგენას.
მეორეს მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჰქონდათ შეკითხვების დასმისა და მათი ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა.
მესამე პანელზე განიხილეს მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში.
ასევე ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენა იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით, სადაც მათ წარადგინეს თავიანთი მიმდინარე აქტივობები.
ფორუმს დაესწრნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგააზრდები (სტუდენტები), დონორი ორგანიზაციების, რეგიონის, თვითმმართველობების, და მედიის წარმომადგენლები, საერთო ჯამში 300 -ზე მეტი ადამიანი.
ფორუმი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები