LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი მოიცავდა შემდეგ სესიებს:
✔ - პანელური დისკუსია თემაზე - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები;
✔ - „Regional Cafe“მეთოდის გამოყენებით, ფორუმის მონაწილე დონორებსა და ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საერთო ინტერესის სფეროების გამოვლენა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა;
✔ - იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs;CBOs) საქმიანობის გამოფენა/წარდგენა, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისის
მიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დროის ბანკის პოპულარზაცია.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები