background

აქტივობები

blog image
ოქტომბერი 2018





საკონსულტაციო შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებრივი,მედია ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი მათთვის კონსულტაციების გაწევა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.


აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი