ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართა საკონსულტაციო შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.
შეხვედრის მიზანი გახლდათ იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ;
კონსულტაციების გაცემა გრძელდება იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები