ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების გაწევა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააჩნიათ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები