background

აქტივობები

blog image
ოქტომბერი 2019





საკონსულტაციო შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის როგორც კონსულტაციების გაწევა, ასევე პროექტით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააჩნიათ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი