background

აქტივობები

blog image
ნოემბერი 2023





საკონსულტაციო შეხვედრა - თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.

შეხვედრის მიზანი გახლდათ იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა და გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი