2022 წლის 22 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით და იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე „მიგრაციის გამომწვევი მიზეზები და დასაქმების შესაძლებლობები იმერეთის რეგიონში“. შეხვედრა ჩატარდა ქალაქ წყალტუბოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში.
შეხვედრა გახსნა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ.
საჯარო შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონული წარმომადგენელი იმერეთის მხარეში, ნათია ახალაია- შიდა და გარე მიგრაციის გამომწვევი მიზეზები რეგიონებში;
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე- დასაქმების შესაძლებლობები იმერეთის რეგიონებში და არსებული გამოწვევები;
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოს იმერეთის წარმომადგენელი, ეკა ლეჟავა- სახელმწიფოს პოლიტიკა ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას იმერეთის რეგიონული ჰაბი მომდევნო თვეებშიც გეგმავს, სადაც განხილული იქნება საზოგადოებისთვის სხვადასხვა აქტუალური თემები/საკითხები.
იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები