იმერეთის რეგიონული ჰაბის- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო კონსულტაცია იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
კონსულტაციის მიზანი იყო, აუდიტორიისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის ანგარიშის, ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო დაბეგვრის გზამკვლევის გაცნობა, მნიშვნელოვანი თეორიული, პრაქტიკული ქეისების განხილვა და დისკუსიაში მონაწილეობა.
იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია, რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები